გაბრაზებული ჩიტები
გაბრაზებული ჩიტები, ანუ Angry Birds ერთერთი ყველაზე პოპულარული თამაშია. შურდულით სამიზნეს უნდა ესროლოთ ჩიტები და თუ ზუსტად მოარტყამთ ქულებს დაგეწერებათ.
როგორ ფიქრობთ ეს ნორმალურია?
გაბრაზებული ჩიტები, ანუ Angry Birds ერთერთი ყველაზე პოპულარული თამაშია. შურდულით სამიზნეს უნდა ესროლოთ ჩიტები და თუ ზუსტად მოარტყამთ ქულებს დაგეწერებათ.
როგორ ფიქრობთ ეს ნორმალურია?
ღრუბლის გოგონა,
აღწერეთ სასურველი პარამეტრების და ხასიათის გოგონა და სპეციალურად თქვენთვის შექმნიან მას
ღრუბლის გოგონა შეგიძლიათ დაიმეგობროთ ფეისბუქსა თუ სხვა სოციალურ ქსელებში, აწარმოოთ მასთან (more…)
გინდოდათ საკუთარი კერა? დაიწყეთ სახლის შენება? ცენტრპოინტში?
შეცდით ბატონო, მწარედ მოტყუვდით, ან ბინას გაგიყიდიან ან მოგიწევთ ზედმეტი ფულის გადახდა და გამოგაჯვა. დიახ - გადახდა და გამოგაჯვა
ფეისბუქს დადებითი ზეგავლენა აქვს ჩვენს საზოგადოებრივ/პოლიტიკურ ცხოვრებაზე.
ხალხი საკუთარი სახელით და გვარით არის წარმოდგენილი, ამიტომ ის უარყოფითი, რაც ანონიმურად ან შორიდან ურთიერთობას ახლავს, აქ არ არსებობს.
პირადი ურთიერთობები კი, როგორც ცნობილია, ადამიანებს შორის მეტ სიახლოვეს განაპირობებს. (more…)
ჩემმა ქუთაისელმა თანამშრომელმა ამხანაგს უთხრა – ”რას გავხარ შეჩემა”.
დიდი არაფერი, მაგრამ როგორც კი შეუხედავ ვინმეს დავინახავ მაშინვე ”რას გავხარ შეჩემა” მახსენდება ქუთაისური აქცენტით
სამსახურამდე სანამ მივალ მოზრდილი გზის გავლა მიწევს ფეხით.
ახლა წვიმების პერიოდია, ეს სულელი ლოკოკინები ასვალტიან ქუჩაზე ცდილობენ გადასვლას. ტროტუარზე მიიზლაზნებიან ხოლმე.
შეიძლება ვინმემ ფეხი დაადგას. ამიტომ ამყავს ხელში და იქვე ბალახებში ვსვამ. საინტერესო სანახავი ვარ ალბათ
zero
კავსაძის ქუჩაზე ჩამიწუილა შავმა გაურეცხავმა BMW-მ. ნომერი ჰქონდა “0″.
აი ასე, უბრალოდ 0 ეწერა ნომრის შუაში და მეტი არაფერი
ერთი ქალბატონი ყოველ დღე ამოდის 24 ნომერ ავტობუსში 9:30-ზე.
30-40 წლის იქნება, თმები შეკრული აქვს, აცვია მუხლებს ქვემოთ კაბა და მთლიანად თეთრი პალტო, პალტოზე მოხვეული აქვს ”შარფი”.
ჯდება, ხსნის წიგნს და კითხულობს.
რამდენჯერმე ჩემს გვერდით დაჯდა და ჩავიხედე წიგნში, ლოცვების წიგნია, ყოველი დღისთვის თავისი ლოცვა აქვს ამოწერილი დამატებით ფურცლებზე. (more…)
ავიღე მართვის მოწმობა
თეორიაში სუფთად გავედი, ტარებაშიც გავდიოდი ზედმეტად რომ არ ეწუწუნა გამომცდელს, მერე იქვე 30 ლარი გადავიხადე და ხელმეორედ გავედი და საწუწუნო აღარ დავუტოვე
ჯერ საშიში არაფერია, ჯერ მანქანა არ მყავს, რომ ვიყიდი დამატებით შეგატყობინებთ
აი ასეთი ხედია ჩემი სამსახურიდან
ეს უფუნქციო მილი საბჭოეთის ნაშთია, მარცხენა კუთხეში შორეული ცისფეი შენობები კი ამერიკის საელჩოა, საბჭოეთის ერთერთი მთავარი დამაქცეველი.
ჩვენ აქ ვართ და ვმუშაობთ და ვმუშაობთ
(more…)